შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა, მას შემდეგ, რაც დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა უზრუნველყვეს, სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია” – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ, აქცია მათთვის სასურველ ადგილზე გამართონ.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები” – ნათქვამია განცხადებაში.