სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕⬇ „აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალი C130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
⭕️ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სავარაუდოდ, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ➡️ ინფორმაციას და კადრებს „იმედი" ავრცელებს. „ფორტუნა“ ცდილობს დამატებითი დეტალის გარკვევას
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
