ჰოლივუდის ვარსკვლავები, 36 წლის ნინა დობრევი და 37 წლის ზაკ ეფრონი, ახალი რომანის შესახებ ხმებს აჩაღებენ. წყვილი იტალიის სანაპიროსთან, მდიდრულ იახტაზე შენიშნეს, სადაც ისინი მეგობრების გარემოცვაში შესანიშნავ დროს ატარებდნენ და როგორც თვითმხილველები ამბობენ, მთელი დღის განმავლობაში ფლირტი ჰქონდათ გაჩაღებული.
დობრევმა, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირის წინ მეუღლეს შონ ვაითს გაშორდა, თამამი საცურაო კოსტიუმი მოირგო. ფანტასტიკურ ფორმაში იყო ზაკ ეფრონიც, რომელსაც თმა ღია ქერად ჰქონდა შეღებილი და დაკუნთულ სხეულს უკეთებდა დემონსტრირებას.
„შურისძიების რომანი?“, „არ ეტყობა, ქმართან განშორებას განიცდიდეს“, „საინტერესო წყვილია“, – არ წყდება კომენტარები.
„მშვიდობით შეყვარებულო, სალამი საქმროვ“ – ნინა დობრევი ოლიმპიურ ჩემპიონზე, შონ ვაითზე დაინიშნა










