LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიძისა და პატარძლის ოჯახებმა საიდუმლო ქორწინების გამო იჩხუბეს

118
106682122

ინდოეთში პატარძლის ნათესავებმა მისი საიდუმლო ქორწინების შესახებ გაიგეს და სიძის ნათესავებს ეჩხუბნენ. ცუდად დაწყებული ნათესაობის შესახებ გამოცემა The Times of India წერს.

ინციდენტი მადჰა-პრადეშის შტატში მოხდა. გოგონას მშობლებმა შვილის ქორწინების შესახებ მაშინ გაიგეს, როცა ცერემონია უკვე დასრულებული იყო. გაბრაზებული ნათესაობა მაშინვე ისინი სიძის ოჯახისკენ გაეშურა და პატარძლის წამოყვანა სცადა. დედოფალმა წასვლაზე უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა კიდეც შეხლა-შემოხლა.

პოლიციის ინფორმაციით, ჩხუბის დროს მინიმუმ 8 ადამიანი დაზარალდა, თანაც როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან. დაპირისპირება იმდენად სერიოზული იყო, რომ ადგილზე მაშველების და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები