კეტი პერიმ ახალი სინგლი დააანონსა. bandaids – სიმღერა ამ სახელწოდებით, 6 ნოემბერს გამოვა.
ინსაიდერის თქმით, ტრეკი არტისტის მეუღლესთან, ორლანდო ბლუმთან დაშორებას ეხება.
ინფორმაცია ვარსკვლავური წყვილის დაშორების შესახებ ცნობილი, მომღერლის მიმდინარე ტურნეს დროს, ივნისში გახდა. მალევე შემსრულებელმა ახალი რომანი გააჩაღა. მისი ამჟამინდელი რჩეული, კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ჯასტინ ტრუდოა, რომლის გარემოცვაშიც ის პირველად ივლისში დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო. ისინი 2018 წელს დაინიშნენ, თუმცა არ დაქორწინებულან. 2020-ში მათ ქალიშვილი, დეიზი ეყოლათ.