LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმსივნესთან მებრძოლ ქეით მიდლტონს კვირაში 1000-ზე მეტი გამამხნევებელი წერილი მისდის 

529
ქეით მიდლტონი

დღეს დასავლური გამოცემები ქეით მიდლტონის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ. ეს არ არის ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია. საუბარია გამოცემების მიერ წყაროების მიერ მიწოდებულ ახალ ამბავზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ქეით მიდლტონის მისამართით ბუკინგემის სასახლის ოფისში კვირაში 1000-ზე მეტი წერილი შედის. წერილები პერსონალურად ქეითის მისამართით არის დაწერილი. ამით საზოგადოებას სურს, მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატოს სიმსივნესთან მებრძოლი უელსის პრინცესას მიმართ.

მართალია საზოგადოება ელოდება, რომ ქეით მიდლტონი საჯარო მოვალეობების შესრულებას უკვე გაზაფხულზე დაუბრუნდებოდა, თუმცა მისი საჯარო გამოსვლები, წლის ბოლომდე გადაიდო. მსოფლიო ახლა ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება იმაზე, როგორ მიდის პრინცესას მკურნალობის პროცესი. იქამდე, როგორც ჩანს, ქეით მიდლტონი წერილებს ეცნობა და შეძლებისდაგვარად პასუხობს მათ.

ცნობილია, რომ ახლა ქეითი და უილიამი ბუკინგემის სასახლის ცალკე ფლიგელში არიან გადასულები, სადაც უელსის პრინცესა ყველასგან განცალკევებით ისვენებს. 

ქეით მიდლტონი საჯაროდ კიდევ დიდხანს არ გამოჩნდება – მედიაში უელსის პრინცესას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – უელსის პრინცესა ვიდეომიმართვას ავრცელებს

,,აუცილებლად ვიზრუნებ მასზე“ – პრინცი უილიამი პირობას დებს, რომ ქეით მიდლტონის გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს გააკეთებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები