LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმსივნესთან მებრძოლი ბიანკა ბალტის მარადიული სიკაშკაშე – 41 წლის მოდელი Bvlgari-ის სამკაულებით პოზირებს

176
page

იტალიელმა მოდელმა, ბიანკა ბალტიმ „ინსტაგრამზე“ შთამბეჭდავი ფოტოების სერია გაავრცელა. ვარსკვლავი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, Bvlgari-ის ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

„ოცნება, მოქსოვილი ძვირფასი ქვებითა და ისტორიით, დიდი პატივია bvlgari-ის ღონისძიებაში მონაწილეობა. ეს კოლექცია ჩემში რაღაც უძველესს, ინსტინქტურსა და მარადიულს აღძრავს. ეს იყო ღამე, რომელსაც არასოდეს დავივიწყებ“, – ასე დაასათაურა ბიანკამ ფოტოების სერია.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა მოდელმა თავისი დიაგნოზის შესახებ გასული წლის სექტემბერში განაცხადა. ამ პერიოდში მან ორმაგი მასტექტომიის პროცედურა და ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა და ცოტა ხნის წინ, მკურნალობა ოფიციალურად დაასრულა.

„არ იფიქრო, რა გამოგივა, უბრალოდ იარე წინ“ – სიმსივნის დამარცხების შემდეგ, ბიანკა ბალტი Vanity Fair-ის გარეკანზე ბრწყინავს

„ჩემი თმა იზრდება, ცხოვრება გრძელდება“ – ბიანკა ბალტი სიმსივნის დამარცხების შემდეგ, ემოციებს გვიზიარებს

მაგიური მზერა და სიძლიერის განსხეულება – სიმსივნესთან მებრძოლი ბიანკა ბალტის განსაცვიფრებელი „ლუქი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები