LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმსივნესთან მებრძოლი ლამაზმანი – ბიანკა ბალტის პირველი ფოტოსესია ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ

103

ბიანკა ბალტი ამჯერად სან-რემოს კინოფესტივალისთვის მიძღვნილ ფოტოსესიაში გამოჩნდა. 40 წლის მოდელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაასრულა ქიმიოთერაპიის კურსი, ამჯერად თეთრ მბზინავ კაბასა და ბეწვის მოსაცმელში პოზირებს და ყველა ფოტოზე შეუდარებელია. გადაპარსული თმით, სხეულზე იარებითა და ლამაზი სამკაულებით, ბიანკა გვარწმუნებს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ბრწყინავდე.

„აქ ჩამოვედი არა იმიტომ, რომ განახოთ ჩემი ტკივილი. არ მინდა ამაზე საუბარი, შემეძლო სახლში დავრჩენილიყავი, მაგრამ ამის ნაცვლად, მინდა ეს ფოტოსესია სიცოცხლის სიმბოლოდ იქცეს” – განაცხადა ბიანკა ბალტიმ.

ქიმიოთერაპიის დასრულებიდან ორ კვირაში, ულამაზესი ბიანკა ბალტი წითელ ხალიჩაზე დაბრუნდა

„ამ გამოწვევამ სიცოცხლე უფრო შემაყვარა” – ბიანკა ბალტიმ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები