მას შემდეგ, რაც 20 თებერვალს 50 წელი შეუსრულდება, 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა სუპერმოდელი, სინდი კროუფორდი პოდიუმს მიატოვებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ფოტოებს 10 წლის შემდეგაც გადავიღებ, მაგრამ არა მოდელის რანგში. ამ საქმესთან მოვრჩი. მოვასწარი ყველა ლეგენდარულ ფოტოგრაფთან თანამშრომლობა. რაღა უნდა გავაკეთო მეტი? უბრალოდ აღარ მინდა მეტი“ – განაცხადა მოდელმა.
რიჩარდ გირთან დაშორების შემდეგ, კროუფორდი ცოლად რენდი გერბერს გაჰყვა, რომელთანაც ორი შვილი ეყოლა: კაია და პრესლი.