“სინოფარმით” ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება. დაავადებათ კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება.
„შემიძლია გითხრათ, რომ ოდნავ არის დინამიკა ზრდის, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ჩვენ გვინდა. ამიტომ, მოწოდებები უნდა იყოს სულ, რომ დღეს არის Astrazeneca-თი 55 წელს გადაცილებულთა აცრის საშუალება და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას. მეორე, ასევე გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური „სინოფარმით“ აცრები. დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
