პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი პრეზიდენტის ბოლო დროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელ როლს ასრულებს“. როგორც ვოლსკი განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია.
„ეს სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, მათ შორის რუსთაველის გამზირს, არ გასულა ჯერ, არც ჭრილობები შეხორცებულა. სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელ როლს ასრულებს ამ სისხლის ლაქებზე, რომ არ ჩანდეს რაც დახვეწილი მეთოდი იყო მაშინ, როდესაც ხალხს აწამებდნენ. დღეს ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია. მისთვის კონსტიტუცია არ არსებობს, წმინდა პოლიტიკური მოღვაწეა, წარმატება ნაკლებად“, – აღნიშნა ვოლსკიმ.