LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტუაცია ირევა ჩვენს მეზობელ ქვეყანაშიც, საქმე მიდის სამხედრო გადატრიალებისკენ – ვახტანგ მაისაია

201
FAsINIANI

როგორც ჩანს, სიტუაცია ირევა ჩვენს მეზობელ ქვეყანაშიც და საქმე მიდის სამხედრო გადატრიალებისკენ, – ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია სომხეთში მიმდინარე მოვლენებს.

მისი თქმით, ფაშინიანს კრემლმა დემარში არ აპატია.

„როგორც ჩანს, “ისკანდერის” შესახებ კრიტიკული ინფორმაცია ძვირად უჯდება ფაშინიანს და კრემლმა არ აპატია ეს დემარში მისგან და ასევე ისიც, რომ პაშიანმა უარი განუცხადა კრემლს მეორე სამხედრო ბაზა გაეხსნა სომხეთში. ფაქტობრივად არმია გამოვიდა პაშინიანის კონტროლიდან და იწყებს უკვე მოქმედებას, მას შემდეგ, რაც ორივე გენშტაბის უფროსი და მისი მაოდგილე გადაყენებული იქნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ, რადგანაც ორივემ დასცინა ფაშინიანს და უწოდა არაკომპეტენური. სიტუაცია როგორც ჩანს, ირევა ჩვენს მეზობელ ქვეყანაშიც და საქმე მიდის სამხედრო გადატრიალებისკენ, თუმცა ჯერ იყო სამხედრო ამბოხი. ფაშიანს ქუჩაში გამოყავს ქუდზე კაცი… ვნახოთ რა იქნება… იმედია, რომ მშვიდობიანად დასრულდება ყველაფერი. თუმცა აშკარაა სამხედრო გადატრიალების სცენარი “, – წერს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა. ფაშინიანმა ეს ნაბიჯი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და მომხრეებს „რესპუბლიკურ მოედანზე“ შეკრებისკენ მოუწოდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერევნის ცენტრში მომხრეებთან ერთად მსვლელობას აწყობს.

სომხური მედიის ინფორმაციით, აქციის უსაფრთხოებას სამართალდამცავები უზრუნველყოფენ.

„ნიკოლ – პრემიერ-მინისტრი!“- სკანდირებენ ფაშინიანის მხარდამჭერები.

სომხეთის პოლიციამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

„შექმნილი ვითარების გამო, პოლიცია ყველას მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, გამოიჩინონ სიფხიზლე, თავშეკავება და არ აჰყვნენ პროვოკაციებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი სომეხ ხალხს მოუწოდებს, შეიარაღებული ძალების გვერდით დადგნენ.

„ძვირფასო თანამემამულეებო, ამ გადამწყვეტ მომენტში მოგიწოდებთ, იყოთ ჩვენი ქვეყნის პატრონები. გვერდით დაუდგეთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, არმიას. მთავრობა, რომელმაც წააგო ომი და დათმო ტერიტორია, უნდა გადადგეს. ეს არის ჩვენი ეროვნული აღორძინების პირველი აუცილებელი გარანტია, ეს არის დღევანდელი დღის აუცილებლობა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები