LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა ხელს არ შეუწყობს იმ მიზანს, რომ მოხდეს რეაგირება და საკითხის შესწავლა: ოხანაშვილი ნინოწმინდის პანსიონზე

53
ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა არ შეუწყობს ხელს იმ მიზანს, რაც ყველას გვაქვს, რომ მოხდეს რეაგირება და საკითხის შესწავლა“.

მისივე თქმით, ყველას, ვისაც აქვს უფლებამოსილება, რომ შევიდეს და შეისწავლოს პანსიონატში არსებული ვითარება, ამის საშუალება უნდა მიეცეთ. ოხანაშვილი განმარტავს, რომ თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, მხოლოდ შემდეგ უნდა მოხდეს საკითხის შეფასება.

„კანონი უნდა აღსრულდეს, ყველას, ვისაც აქვს კანონით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება, სრულად და შეუფერხებლად უნდა მიეცეს ამ უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. მესმის, არ არის მარტივი საკითხი, თუმცა, ამ სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა არ შეუწყობს ხელს იმ მიზანს, რაც ყველას გვაქვს, რომ მოხდეს რეაგირება, კონკრეტული საკითხების შესწავლა და შესაბამისი შედეგის დადება. შევხედოთ შედეგს, თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, შემდეგ მივცეთ შეფასება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

პოზიციები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მოვლენებზე ვრცლად:

ნინოწმინდის პანსიონის საკითხის მოგვარებას ზედმეტი დრამატიზება და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი ხელს არ უწყობს: ღუდუშაური

იქ მყოფ არცერთ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება და ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი აღმოფხვრილია: სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე

კორძაია: “თუ დღეს დედამიწაზე ჯოჯოხეთი ბავშვებს აქვთ ღაზას სექტორში, საქართველოში ეს ადგილი ნინოწმინდაა”

შემიძლია ვთქვა, რომ აქ აწამებენ ბავშვებს, რადგან არ ვიცით, რა ხდება და ვიცით, რომ ოთხი საქმეა აღძრული: სამნიძე ნინოწმინდის პანსიონატზე

ნინოწმინდის პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს და ​ამისთვის მზად ვართ: სარჯველაძე

მჯერა, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ბავშვებს: თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”

დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, გამოძიება ძალადობის სამ, ხოლო სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს

ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარეობს ბავშვებთან მუშაობა, რათა მათი საჭიროებები შეფასდეს და გადაწყვეტილება იყოს მიღებული: გაბუნია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g