LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიტუაციის ნებისმიერმა გამწვავებამ, შესაძლოა, თვითგანადგურება გამოიწვიოს“ – გაეროში უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა

46
Untitled design

გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი იყო.

უშიშროების სხდომა სხვადასხვა ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე მოიწვიეს.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება განიხილა და შეშფოთება გამოთქვა.

ანტონიო გუტერეშის თქმით, სიტუაციის ნებისმიერმა გამწვავებამ, შესაძლოა, თვითგანადგურება გამოიწვიოს.

მისივე განცხადებით, ამ უაზრო ომის შედეგები იგრძნობა უკრაინის ფარგლებს მიღმაც:

„ექვსი თვე გავიდა 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან. ამ დამანგრეველი პერიოდის განმავლობაში, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის ასობით ბავშვი, უამრავმა სხვამ დაკარგა ოჯახის წევრები და მეგობრები.

მსოფლიომ დაინახა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევა, რომელიც ჩადენილი იყო მცირე ან ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. მილიონობით უკრაინელმა დაკარგა სახლი და ქონება, გახდა იძულებით გადაადგილებული ან ლტოლვილი. ზამთრის დადგომასთან ერთად, ჰუმანიტარული საჭიროებები კვლავ სწრაფად იზრდება, მილიონობით ადამიანს სჭირდება დახმარება და დაცვა. ასევე, ძალიან შეშფოთებული ვარ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის ზაპორიჟიესა და მის გარშემო არსებული ვითარებით. სიტუაციის ნებისმიერმა შემდგომმა გამწვავებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითგანადგურება. ქარხნის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა გუტერეშმა.

საგანგებო სხდომაზე აშშ-ის ელჩმა ლინდა ტომას-გრინფილდმა უკრაინის მხარდაჭერაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:

„მოსკოვი რამდენი ფიქტიური რეფერენდუმის ჩატარებას და არალეგიტიმური ხელისუფლების დანიშვნასაც უნდა ეცადოს, ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დაცვას გავაგრძელებთ“ – აღნიშნა ლინდა ტომას-გრინფილდმა.

საგანგებო სხდომის მონაწილეებს ონლაინფორმატში მიმართა უკრაინის პრეზიდენტმაც. 

მისი განცხადებით, რუსეთმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის ზღვარზე დააყენა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსმა სამხედროებმა ევროპის უმსხვილესი ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორია საბრძოლო მოქმედებების ზონად აქციეს.

შეგახსენებთ, საგანგებო სხდომა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ალბანეთის, საფრანგეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის მოთხოვნის საფუძველზე, უკრაინაში ომთან დაკავშირებით გაიმართა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g