LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიურპრიზი სამეფო ოჯახს – საყვარელი ტელეწამყვანი მათ სახლში ესტუმრა

180
midltonnews20928

გასულ კვირას პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა შვილებს სიურპრიზი მოუწყვეს. მათ კენსინგტონის სასახლეში ცნობილი ტელეწამყვანი დევიდ ატენბორო დაპატიჟეს. საქმე იმაშია, რომ ატენბორო სამეფო ოჯახის საყვარელი ტელეწამყვანია, ქეითს არაერთხელ უთქვამს, რომ ის შვილებთან ერთად სერ დევიდის დიდი თაყვანისმცემელია.

კენსინგტონის სასახალის ოფიციალურ გვერდზე დღეს ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოები გაჩნდა. ახალი ფოტოებიდან ჩანს, რომ დევიდ ატენბოროს მთელი ოჯახი ოვაციებით შეხვდა, განსაკუთრებით კი კუმირთან შეხვედრა პრინც ჯორჯსა და პრინცესა შარლოტას გაუხარდათ. სანაცვლოდ დევიდმა პატარა მონარქებს ზვიგენის კბილი აჩუქა, რომელიც თავის დროზე თავად დაიჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები