LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალი აშერსა და ჯასტინ ბიბერს შორის – რა მოხდა ბიონსეს წვეულებაზე?

3957
page

აშერსა და ჯასტინ ბიბერს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ახლახან გავრცელებული ცნობებით, ბიონსესა და ჯეი-ზის მიერ გამართულ ,,ოსკარების” შემდგომ დახურულ წვეულებაზე, მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

ინციდენტის დეტალებსა და მიზეზებზე ცოტა რამ არის ცნობილი.

თვითმხილველთა თქმით, აშერი ბიბერს გაბრაზებული მიუახლოვდა, რასაც მწვავე სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ჭორების მიუხედავად, ფიზიკურ შეხებას ადგილი არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ არტისტებს შორის უთანხმოების ნიშნები ჯერ კიდევ 2024 წელს გაჩნდა, როდესაც ჯეი ბიმ აშერთან ერთად პერფორმანსზე უარი თქვა – შეთავაზება მან Super Bowl-ის ფარგლებში მიიღო.

2025 წლის დასაწყისში ფანებმა შეამჩნიეს, რომ ბიბერმა აშერს Instagram-ზე გამოწერა გაუუქმა.

არაოფიციალური წყაროების თანახმად, ბიბერი ცდილობს დისტანცია დაიჭიროს თავისი წარსულის ფიგურებთან, მათ შორის შონ „დიდი“ კომბსთან დაკავშირებულ ადამიანებთან. როგორც ცნობილია, აშერს Diddy-სთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა.

ამ დროისთვის არცერთ მხარეს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ქსელში გავრცელებული ფოტოები, რომლებზეც აშერისა და ჯასტინ ბიბერის დაპირისპირებაა აღბეჭდილი, ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული და რეალობას არ ასახავს.

ცნობისთვის, აშერისა და ჯასტინ ბიბერის ურთიერთობა მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მენტორულ-მეგობრული კავშირი იყო, თუმცა ბოლო წლებში ის სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა.

2008 წელს, მას შემდეგ რაც სკუტერ ბრაუნმა 13 წლის ჯასტინი YouTube-ზე აღმოაჩინა, აშერმა „სატენდერო ომში” ჯასტინ ტიმბერლეიკს აჯობა და ბიბერი საკუთარ ლეიბლზე (RBMG) გააფორმა.

აშერმა უდიდესი როლი ითამაშა ბიბერის ვარსკვლავად ჩამოყალიბებაში. მათი ყველაზე ცნობილი კოლაბორაციაა – Somebody to Love (2010), რომელმაც ჯასტინს გლობალური წარმატება მოუტანა.

წლების განმავლობაში აშერი თავს ბიბერის „მფარველად და ძმად” მოიხსენიებდა და მას გვერდით ედგა რთულ პერიოდებშიც.

ბოლო დროს დაძაბულობას ბევრი შონ „დიდი“ კომბსის ირგვლივ ატეხილ სკანდალს უკავშირებს. აშერი სწორედ კომბსმა „გამოზარდა”. მოგვიანებით, აშერმა 15 წლის ბიბერი კომბსს გააცნო. Diddy-ს საქმეში, ჯასტინის სავარაუდო მსხვერპლობაც იკვეთება.

,,ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ ადამიანები, რომლებიც გაკონტროლებენ და დემონად გაქცევენ” – კანიე უესტი Diddy-სა და მუსიკალური ინდისტრიის ბნელ მხარეებზე ალაპარაკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები