2020 წლის ყველაზე გახმაურებული ჰოლივუდური სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა. პროცესი 57 წლის ჯონი დეპმა წააგო, უწყებამ ემბერი ოჯახური ძალადობის მსხვერპლად სცნო. დასკვნაში წერია, რომ ჯონმა მეუღლე 12-ჯერ სცემა. აღნიშნული დასკვნით 34 წლის ემბერ ჰარდმა ჯონი დეპის კარიერა დაანგრია.
სასამართლო პროცესი კვლავ ახლდება - ჯონი დეპი დანებებას არ აპირებს
საუბარია იმ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც დეპი მეუღლეს თავს დაესხა და მისი სიცოცხლის მოსპობას ცდილობდა
თუმცა, ჯონი დანებებას არ აპირებს, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობი სასამართლო განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. საუბარია იმ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც დეპი მეუღლეს თავს დაესხა და მისი სიცოცხლის მოსპობას ცდილობდა.
და აი, პროცესი განახლდა, ჯონი დეპი სასამართლოში ბიზნესმენ ელონ მასკს იძახებს. საჩივარი „ტესლას“ დამფუძნებლის წინააღმდეგ დეპის ადვოკატებმა ახლახანს შეიტანეს. ისინი ცდილობენ, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ნათელი მოჰფინონ და გაარკვიონ, ემბერ ჰარდსა და მასკს შორის რაიმე ძალადობრივი აქტები ხომ არ მომხდარა. თუკი გაირკვევა, რომ ემბერი მასკზეც ძალადობდა, ჯონის საჩივარი იმის თაობაზე, რომ ჰარდი ჯონს სცემდა, უფრო დამაჯერებელი იქნება. ბიზნესმენს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ილონ მასკისა და ემბერ ჰერდის რომანი 2016 წლიდან დაიწყო. ჰარდი ამბობს, რომ ჯონისთვის არასდროს უღალატია და რომანი მასთან დაშორების შემდეგ დაიწყო, თუმცა ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ ემბერი და მასკი ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. უფრო მეტიც, დასავლური მედიის ცნობით, ემბერ ჰარდი დეპს ერთდროულად ელონ მასკთან და კარა დელევინთან ღალატობდა.