LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალი ,,გრემიზე” – დრეიკს სიტყვით გამოსვლისას მიკროფონი გაუთიშეს (ვიდეო)

drake-2019-grammys-show-billboard-1548

10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში ,,გრემის” დაჯილდოების რიგით 61-ე ცერემონიალი გაიმართა. გაირკვა, რომ წლის მთავარ მუსიკალურ მოვლენას სკანდალის გარეშე არც წელს ჩაუვლია.

მაშინ, როცა ნომინაციაში ,,საუკეთესო რეპ სიმღერა”, გამარჯვებული დრეიკის God’s Plan გახდა, ყველა ფიქრობდა, რომ 32 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი სცენაზე მადლობის სათქმელად ავიდა თუმცა, მოულოდნელად მან პრესტიჟული პრემიის კრიტიკა დაიწყო.

,,ეს არის თამაში, რომელშიც სხვების მოსაზრებები მნიშვნელოვანია და არა თქვენი დამსახურება. ეს არის ბიზნესი, სადაც ყველაფერი დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომელთაც არ ესმით, რისი თქმა სურს ბიჭს ტორონტოდან ან ესპანელ გოგონას ნიუ-იორკიდან, თუნდაც ჩემს მეგობარს, ტრევის სკოტს ჰიუსტონიდან. თუ ხალხმა თქვენი სიმღერების ყველა ტექსტი ზეპირად იცის – შენ უკვე გამარჯვებული ხარ. ეს ყველაფერი კი არაფერში გჭირდება,” – აღნიშნა ჯილდოს მნიშვნელობაზე კანადელმა არტისტმა.

გაირკვა, რომ მას სიტყვის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა დაბნეული რეპერის რეაქცია ჩანს. მიკროფონის ჩართვის იმედით ის სხვადასხვა მხარეს გაკვირვებული სახით იყურება.

https://www.youtube.com/watch?time_continue=14&v=57AqIJLId-0

შეგახსენებთ, რომ კაილი ჯენერის მეუღლის Sicko Mode, რომელიც დრეიკთან კოლაბორაციაა ასევე ,,საუკეთესო რეპ სიმღერის” ნომინანტი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები