LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

116
ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ჰრანარ არნარსონის მხარდაჭერით, რეიკიავიკში, კინოთეატრში Bioparadis სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა.

ფილმი იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და 8000 წლის წინ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო ველური ვაზის მოშინაურება და ღვინის  წარმოება, რაც უწყვეტად გრძელდება. ორმოცწუთიანი ფილმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერითაა გადაღებული.

ამასთან ერთად, რეიკიავიკის ბიზნესცენტრში და ისლანდიის ღვინის კომპანიაში „ვინდბუდინი“ ქართული ღვინის პერზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა. ღონისძიებებს, რომლებსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა, ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები და ინფლუენსერები დაესწრნენ.

დანიაში ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიასთან „Rosfort&Rosfort“ ერთობლივი ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია კოპენჰაგენიც გაიმართა, რომელსაც დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატა მენაბდე დაესწრო.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მარკეტინგული აქტივობების განხორციელება გასული წლიდან აქტიურად დაიწყო.  კერძოდ, შვედეთსა და დანიაში 2022-2023 წლებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g