ილონ მასკი აგრძელებს საზოგადოების განცვიფრებას ახალი იდეებით. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ „ტვიტერი“, რომელიც ახლა X-ის სახელით არის ცნობილი, მომხმარებლებს დაბლოკვის ფუნქციას უზღუდავს.
მასკმა განაცხადა, რომ სხვა ანგარიშების დაბლოკვა უაზრობაა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მომხმარებლები კვლავ შეძლებენ თავი აარიდონ არასასურველი ანგარიშებისგან შეტყობინებების მიღებას.
აღსანიშნავია, რომ დაბლოკვის ფუნქციის გაუქმება Apple’s App Store-ისა და Google Play-ს წესებს არღვევს. შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ ამ მაღაზიებიდან „ტვიტერის“ გადმოწერა შეუძლებელი გახდეს.
„ტვიტერმა“ ტექსტის ფორმატირების ფუნქციები დაემატება