LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Skoda-მ ახალი მომცრო ზომის ქროსოვერი გამოუშვა

72

Skoda-ს ხელმძღვანელობამ საავტორო ხაზის – Fabia-ს ბაზაზე მომცრო ზომის ქროსოვერი გამოუშვა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს Nissan Juke-სა და Citroen C4 Cactus-ს. აღნიშნულის შესახებ, მწარმოებლის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ გამოცემა Auto Express-ს ისაუბრა.

მომცრო ზომის ჯიპის სახელწოდება ჯერ-ჯერობით არაა შერჩეული, რადგან მას მსოფლიო 2018 წელს იხილავს. ავტომობილი აგებული იქნება Volkswagen-ის მოდულურ პლათფორმაზე – MQB. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ცნობილია, რომ ,,ლამაზმანი’’ შასის სპეციალურად მოდერნიზებული ვერსიით – PQ25-ით იქნება აღჭურვილი, რომელიც Fabia-ს წინა თაობის მოდელებში აქტიურად გამოიყენებოდა.