LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სმურფების” რიბუთში, სადაც რიანა სმურფეტის ხმაა, არტისტის ახალ მუსიკას მოვისმენთ

162
smurfs-trailer

კრის მილერმა ,,სმურფების” ახალი ადაპტაცია გადაიღო. ამავე სახელწოდების ფილმების სერიის რიბუთი ეკრანებზე, 18 ივლისიდან გამოჩნდება.

ცოცხალი მოქმედების ანიმაციაში ერთ-ერთი მთავარი გმირის, სმურფეტის ხმა – რიანაა.

აღსანიშნავია, რომ მულტფილმში ბარბადოსელი ლამაზმანის ახალ მუსიკასაც მოვისმენთ, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა. ინფორმაცია ამის შესახებ მომავალი სურათის თრეილერიდან გავრცელდა. ბოლოს რირიმ 2022 წელს, ,,შავი პანტერას” სიქუელის საუნდტრეკ ალბომზე იმუშავა, რომლის წამყვანი სინგლით – Lift Me Up ,,ოქროს გლობუსისა” და ,,ოსკარის” ნომინანტი, პირველად გახდა. 2016 წლის შემდეგ, მას დისკი არ გამოუშვია.

თრეილერში, Smurfs-ის მთავარი მუსიკალური თემაც – Higher Love ჟღერს, რომლის ჩაწერაში მონაწილეობა სხვა არტისტებთან ერთად, დიჯეი ქალიდმა და ქარდი ბიმ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ,,სმურფები” ბელგიელი მხატვრის, პიეოს კომიქსების გმირები არიან, რომლებზეც დროთა განმავლობაში ფილმები, ანიმაციები, სერიალები თუ ვიდეო თამაშები შექმნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები