LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძის ფრთებიან ბლუზას სოცქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა – რომელ დიზაინერს ეკუთვნის სამოსი

918

„იქს ფაქტორის“ ახალ სეზონზე ჟიურიში სოფო ნიჟარაძე, გიორგი გაბუნია, სტეფანე მღებრიშვილი და ლელა წურწუმია არიან. ყველა მათგანს ჩაცმის ინდივიდუალური სტილი აქვს.

სოფო ნიჟარაძემ პროექტისთვის ახალი მოკლე ვარცხნილობა მოიხდინა. გარდა ამისა, ის სამოსის შერჩევასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ჩაწერისთვის მან წითელი შარვალი და შავ-თეთრი, ორიგინალური ფორმის, ფრთებიანი ბლუზა მოირგო. როგორც თავადვე აღნიშნავს „ინსტაგრამზე“, სამოსის ავტორი ცნობილი ქართველი დიზაინერი, დათუნა სულიკაშვილია.

„იქს ფაქტორის“ ოფიციალურ გვერდზე ამ ბლუზას ბევრი კომენტარი მოჰყვა. რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:


„უი, ფრთები ამოუვიდა?“

„დეიენერისის გოგოა?“

„I Believe I Can Fly – მაინც ძალიან ლამაზია“

„არადა, ძალიან ლამაზად აცვია. უბრალოდ, თქვენ ხართ კრიტიკოსები…“

„არმიყიდოები აცვია“

„რა აცვია, არ დამიმალოთ, გთხოვთ“

„ლამაზი „დრაკონი“

ერთ-ერთმა კომენტარის ავტორმა უკრაინელი შემსრულებლის, ჯამალას ფოტო დადო, სადაც მას ზედა ასეთივე სტილში აცვია. ჯამალა დათუნა სულიკაშვილის სამოსით ხშირად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებაზე და სავარაუდოდ, ამ ფოტოზეც სწორედ ქართველი დიზაინერის ნამუშევარი აცვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g