LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო წამებითაა მოკლული, ხელები დამტვრეული ჰქონდა – ათენში გარდაცვლილი ქართველი გოგოს მეგობარი

127

საბერძნეთში ნაპოვნი 24 წლის ქართველი გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მისი მეგობარი საუბრობს.

ათენში გარდაცვლილი ემიგრანტის მეგობარს, ქეთევან ძიგუას AMBEBI.GE დაუკავშირდა. როგორც ის აცხადებს, სოფო წიკლაური წამებით არის მოკლული.

“სოფოს ერთადერთი საუკეთესო, უახლოესი მეგობარი ვარ, ერთმანეთისთვის დებივით ვიყავით. 5 წელია, ორივე ერთად ემიგრაციაში ვართ საბერძნეთში. სოფოს ჰყავს 2 თვის პატარა ალექსანდრე.

სოფოს გვარი არის შანშიაშვილი, წიკლაური დედის გვარია. დედის გვარზე უნდოდა გადასვლა და სოციალურ ქსელში წიკლაური ეწერა. თუმცა, საბუთებით შანშიაშვილია და ცხადია, პოლიციას, საკონსულოს ასე აქვს გადაცემული მისი დოკუმენტები. სოციალურ ქსელში დაიწერა ისიც, რომ 2 დღის მკვდარია. არ არის ეს გოგო 2 დღის მკვდარი, ეს არავის დაუდგენია. დეტალებს გამოძიება დაადგენს და სავარაუდოდ, დღეს საღამოს მეცოდინება,” – აცხადებს გარდაცვლილის მეგობარი.

ძიგუა იხსენებს, როგორ იპოვა მან და კიდევ ორმა ადამიანმა გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი:

“დილიდან ისე მოხდა, რომ სოფო ვერ ვიპოვე… სახლში მასთან რომ მივედი, კარი არავინ გამიღო, ძალიან ავნერვიულდი, მით უფრო, რომ მთელი დღის განმავლობაში არ შემხმიანებია, არც სმს გამოუგზავნია, ტელეფონიც გათიშული ჰქონდა. ბოლოს გადავწყვიტეთ, კარი შეგვემტვრია, ამაში 2 ადამიანი დამეხმარა…

კარი პოლიციის გარეშე შევამტვრიეთ, რადგან სახლიდან ძაღლის ყმუილი ისმოდა, თან, არ ვიცოდით და ვერც წარმოვიდგენდით მსგავსი რამ თუ დაგვხვდებოდა, ამას ვერ ვფიქრობდით. რომ შევედით, ვნახეთ იატაკზე დაგდებული სოფო, ბავშვი თავის საწოლში იწვა. როგორც პოლიციამ გვითხრა, სამწუხაროდ, პატარა დამამშვიდებელი წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო… პოლიციამ თვითმკვლელობა გამორიცხა, ანუ სავარაუდოდ, მოკლულია.

ბავშვთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობდა. სამწუხაროდ, მეუღლე პატიმარია. ისინი საბერძნეთში დაქორწინდნენ, მერე მისი ქმარი დაიჭირეს. ქმართან არავითარი პრობლემა არ ჰქონდა, წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მისი ქმარიც, იქიდან რეკავდა და როგორც მე ვეძებდი, ისიც ასე ეძებდა მას.

სანამ გათხოვდებოდა, მუშაობდა ისე, როგორც მე ვმუშაობ, ალაგებდა ოჯახში, ბავშვებთანაც მუშაობდა და ბებიასთანაც. მერე, როგორც ვთქვი, დაქორწინდა, ორსულად იყო და ამიტომ აღარ საქმიანობდა. მერე უკვე პატარა ჰყავდა და მას უვლიდა. ამ წუთისთვის დროებით უმუშევარი იყო…

დეპრესიული არ ყოფილა და როგორც აღვნიშნე, სოფოს თვითმკვლელობა გამორიცხა პოლიციამ და ექსპერტმა. მათი ვერსით, სოფო არის წამებით მოკლული. ხელები დამტვრეული ჰქონდა, სხეულზე სიგარეტის ნამწვავები და სილურჯეები აღენიშნებოდა, ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში, ეტყობა, სიმწრისგან ჩამოგლეჯილი. ამ წუთისთვის მეტი არაფერი ვიცი, მისი საქართველოში გადასვენების საკითხში საკონსულო გვეხმარება“, – აცხადებს დაღუპულის მეგობარი.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ში ჩარ­თუ­ლია ათენ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g