გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ლაშა ინაურთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მდებარე ნარჩენების განთავსების ახალ, თანამედროვე სტანდარტის შესაბამის ობიექტზე იმყოფებოდა.
ცეცხლაურში მდებარე ნარჩენების განთავსების თანამედროვე, ახალი ობიექტი აშენებულია ევროპულ სტანდარტის ნორმების დაცვით. პროექტი უკვე დასრულებულია და ოპერირებს.
ობიექტის ფუნქციონირების მნიშვნელობის საკითხები სოლომონ პავლიაშვილმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან უჩა სურმანიძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან მირიან ქათამაძესთან ერთად განიხილა.
„ცეცხლაურში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ობიექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ნარჩენების სწორად, საერთაშორისო ნორმების დაცვით მართვას. სწორედ ამიტომ, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ქვეყნის მასშტაბით ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემა უმოკლეს ვადებში დავნერგოთ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
