სომხეთი ინფიცირებულებს რაოდენობას ვერ უმკლავდება-ამჟამად ჰოსპიტალიზაციის რიგს კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდება. ამის შესახებ დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ვალდებულებას ვგრძნობ თქვენს წინაშე, ვილაპარაკო სრული სიმართლე, რამდენად სასტიკიც არ უნდა იყოს ის. დღევანდელი დღის მდგომარეობით, რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 200 პაციენტი ელოდება თავის რიგს ჰოსპიტალიზაციისთვის. დღეს ჯანდაცვის ჩვენი სისტემა მუშაობს ისეთი დატვირთვით, რომ საავადმყოფოებში ვერ ხერხდება იმ პაციენტების მოთავსება, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ“,–განაცხადა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირდა სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების შემთხვევა.
