LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო გოგაშვილი 2012 წელს იყო სოციალურად დაუცველი, დღეს მულტი მილიონერია…მისი გავრცელებულია ჩემს წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის დამონტაჟებული ვიდეო მასალები: ოთო აბესაძე

4688
ოთო აბესაძე

ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „პირადად სოსო გოგაშვილის დავალებით 2017 წელს დაიგეგმა მის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და მისი დაჭერა აგენტ-პროვოკატორი ზვიად ჩიხლაძის ხელით“.

ოთო აბესაძე წერს, რომ სწორედ სოსო გოგაშვილის მიერ არის გავრცელებული მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის დამონტაჟებული ვიდეო მასალები.

„? სოსო გოგაშვილი არის ადამიანი, რომელიც 2012 წელს იყო სოციალურად დაუცველი და დღეს არის მულტი მილიონერი ‼️

✅ სოსო გოგაშვილი არის საქართველოში კორუფციის სიმბოლო.

✅ პირადად სოსო გოგაშვილის დავალებით 2017 წელს დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და ჩემი დაჭერა აგენტ-პროვოკატორი ზვიად ჩიხლაძის ხელით.

? აგენტ-პროვოკატორი ზვიად ჩიხლაძე მირეკავს, მწერს, მიხდის ბოდიშებს და მაბარებს აღსარებას თუ რა მოხდა 2017 წელს ჩემთან მიმართებაში. (სამწუხაროდ დღემდე ამაზე რეაგირება არ აქვს შსს-ს, რომელსაც არაერთგზის მივმართე)

✅ სოსო გოგაშვილის გავრცელებულია ჩემს წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის დამონტაჟებული ვიდეო მასალები (1 თვის წინ). საქმის, რომელშიც გავმართლდი ‼️

✅ მითი, ჩემი კორუმპირებულობის შესახებ შექმნა სოსო გოგაშვილმა და შეასრულა ზვიად ჩიხლაძის ხელით. მითი შექმნა ყველაზე კორუმპირებულმა ადამიანმა საქართველოში.

? სამართალი ურმით, მაგრამ მაინც მოდის ‼️“, – წერს ოთო აბესაძე.

ამავე თემაზე:

სოსო გოგაშვილი დააკავეს

დიპლომატებს აქვთ ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც მამაჩემი აპირებდა: ნიკოლოზ გოგაშვილი

ვიდეო: პოლიციამ გაჩხრიკა ბინები, რომელშიც სოსო გოგაშვილის შვილები ცხოვრობენ

ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დავალებით შევარდნენ ჩემს სახლში, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა…ვნახულობ დედაჩემის ვიდეოს, როგორ ყვირის რომ არ ესროლონ…პასუხს აგებთ! – რას წერს სოსო გოგაშვილის შვილი?

მალხაზ მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ სოსო გოგაშვილმა სასჯელი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უნდა მოიხადოს

სოსო გოგაშვილმა პასუხი უნდა აგოს თემირლანის მკვლელობისთვის, ციანიდის საქმის შეკერვისთვის – ჩემი ძმის წამებისთვის: თორნიკე მამალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები