LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო გოგაშვილის განცხადებით მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშ არის

460
სოსო გოგაშვილი

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ რისკის ქვეშ არის მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე, რის გამოც გოგაშვილი სამართალადამცველებს ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

„რისკის ქვეშ არის ჩემი და ვახას სიცოცხლეც . მე, არანაირად არ ვარ შურისმაძიებელი და არც ვაპირებ კანონს იქით გადავიდე, მაგრამ მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში, ვინ იქნება ეჭვმიტანილი?! გოგაშვილი და სახელმწიფო. ან, პირიქით, მე რომ რამე დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ვახა იქნება ეჭვმიტანილი და ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას და დაძაბულობას საქართველოში. ამიტომ, მოვუწოდებ ძალოვნებს, რომ ამას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციონ და მაქსიმალური ყუდღებით იყვნენ ჩემი და იმ ადამიანის მიმართ. “, – განაცხადა გოგაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები