LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალისტებმა ევროპის ყველაზე ლამაზი სანაპიროები გამოავლინეს

69
d60d69c0ffd29cf07be93ad26ad29b12

ტურისტული სექტორის ექსპერტებმა ევროპის ყველაზე ლამაზი სანაპიროები დაასახელეს. ონლაინ-პლატფორმის European Best Destination-ის კვლევაზე დაყრდნობით შედგენილი რეიტინგი გამოცემა Travel Daily News-მა გამოაქვეყნა.

2022 წლის რეიტინგის ლიდერი პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე მდებარე პლაჟი Porto Santo Golden Beach გახდა. როგორც მოგზაურები ამბობენ, ეს ადგილი იდეალურია მათთვის ვისაც განმარტოებით დასვენება ხიბლავს.

მეორე ადგილი, ესპანეთში, კადისის პროვინციაში მდებარე Bolonia Beach-მა დაიკავა. რეიტინგის ავტორთა განცხადებით, მშვიდი და ნაკლები ტურისტისთვის ცნობილი პლაჟი მართლაც ჯადოსნურია და კარგ ამინდში მისგან აფრიკის სანაპიროს დანახვაც კია შესაძლებელი.

ლიდერთა სამეულს ისევ მადეირა და Seixal Beach ასრულებს. სანაპირომ მოგზაურთა სიყვარული ულამაზესი ვულკანური ქვიშის და კრისტალურად სუფთა წყლის დამსახურებით მოიპოვა.

ყველაზე ლამაზი პლაჟების სიაში მოხვდა ასევე – საბერძნეთის, იტალიის, საფრანგეთის და პოლონეთის დანიშნულებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები