სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს გამოიკითება, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.
„ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით 2 ოქტომბერს იყო დაბარებული, თუმცა მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და მოითხოვა სასამართლოში გამოკითხვა. სავარაუდოდ, ის სასამართლოში 3 ოქტომბერს გამოიკითხება,“ – აღნიშნეს პროკურატურაში.