LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spotify-ს პოდკასტების ხმოვანი თარგმანის ფუნქცია ემატება

133
page

სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვინც Spotify-ის აქტიურად იყენებს. პლატფორმას პოდკასტების ხმოვანი თარგმანის ფუნქცია ემატება. „ხმოვანი თარგმანების“ მთავარი იდეა პოდკასტერის საუბრის სხვადასხვა ენაზე თარგმნას გულისხმობს. ასე იგი ენობრივ ბარიერებს დაარღვევს და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს პოდკასტი მათთვის გასაგებ ენაზე მოისმინონ.

Spotify-ის ახალი ფუნქცია ძირითადად ხმის კლონირებას ეფუძნება, რომელიც კომპიუტერულ მოდელს ხმის ნიმუშებითა და ტექსტის მეშვეობით ამუშავებს.

ამჟამად Spotify-ის ხმოვანი თარგმანი საპილოტე ფაზაშია და მხოლოდ რამდენიმე პოდკასტს მოიცავს. ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც უფასო, ისე პრემიუმ გეგმის მომხმარებლებისთვის

ტექნოლოგიური სიახლეები 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები