„სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მცდელობაში, გაუძღვეს საქართველოს ევროპული მომავლისკენ“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
ევროპარლამენტარების დელეგაცია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.
მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე და ის, თუ როგორ შეუძლია ქართველ ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად გადაწყვეტა“.