LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრული ამორალურობაა პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც რეჟიმის მსხვერპლია“ – მიხეილ სარჯველაძე

156
Untitled design (11)

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებას შორის პარალელის გავლების მცდელობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „სრული ამორალურობაა რაღაც პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც რეჟიმის მსხვერპლია“.

„ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია“ – გიორგი ვაშაძე

„ეს მორიგი სპეკულაციაა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან , მისი მეგობრების მხრიდან შემოთავაზებული საზოგადოებისთვის, უტიფარი და სრულიად უსუსური მცდელობაა, რომ რაიმე პარალელი და განზოგადების საშუალება ნახონ ნავალნისა და სააკაშვილის შემთხვევას შორის. არც არსებობს სააკაშვილის შემთხვევა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამაოდ დაშვრებიან, თუკი ეცდებიან რაღაც პარალელის მონახვას, იმიტომ, რომ ყველა მანამდელი ინსინუაცია, რომელსაც ნავალნისგან განსხვავებით, სთავაზობდა სააკაშვილი საზოგადოებას, ამაში მილიონობით ფულს ხარჯავდა, აღმოჩნდა ტყუილი. დიდი ხნის განმავლობაში არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ მართლაც საერთაშორისო საზოგადოებას კვებავდა მცდარი ინფორმაციით და ეს ყველასთვის გასაგებია. უტიფრობაა ეს ამავდროულად, იმიტომ, რომ სააკაშვილი არის კაცი, რომელმაც დაატრიალა საპატიმროებში ის, რაც დაატრიალა. შემაძრწუნებელი ფაქტებით დახუნძლული იყო, სამწუხაროდ, მისი სახელმწიფო მოღვაწეობა და პენიტენციურში ყველას კარგად ახსოვს რა ხდებოდა და არა მხოლოდ პენიტენციურში, ეს იყო პერიოდი, როცა გვამებს ითხოვდნენ სპეციალურად სახელდახელოდ მოწყობილი სპეცოპერაციების დროს და ა.შ. ამიტომ, ამ ყველაფრის ფონზე, უბრალოდ სპეკულაციაა ახლა შემოთავაზებული მცდელობები პარალელის გავლებასთან დაკავშირებით, არავითარი კავშირი არ შეიძლება აქ დანახულ იქნას. ასევე, პოლიტიკური უტიფრობაა იმ ხალხის მხრიდან, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ „შემოქმედებაში“ მეტ-ნაკლებად წვლილი მიუძღვის – ყველას კარგად გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ როდესაც ახლა ასეთი ტიპის სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ საზოგადოებას, უბრალოდ პასუხი უნდა გასცენ კითხვას იმასთან დაკავშირებით, როგორია მათი დამოკიდებულება გინდა გირგვლიანის, გინდა შავაძის, რობაქიძის შემთხვევასთან დაკავშირებით და სხვა. ეს არის სრული ამორალურობა ახლა რაღაც პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც რეჟიმის მსხვერპლია“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, მან ტყუილი უწოდა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის სახით გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ მმართველ პარტიაში ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარს არ აცხადებენ და დუმან.

„ტყუილია, რომ „ქართული ოცნება“ დუმილს ინარჩუნებს. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, არაერთი შეფასება გაკეთდა და სწორი დამოკიდებულება იქნა გაცხადებული – დიახ, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შემთხვევა, მძიმე შემთხვევაა ბევრი თვალსაზრისით და მათ შორის, იმ თვალსაზრისით, რომ ის არის, რა თქმა უნდა, მსხვერპლი არასწორი დამოკიდებულებისა, არის მსხვერპლი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა, ამიტომ, ბუნებრივია, არავის არ აქვს უფლება, დღეს საქართველოში ისაუბროს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე დუმილით შეხვდა ამ გარემოებას და რეაქცია არ აქვს. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციაში არის ეს პრობლემები დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევასთან და ამის მსხვერპლი საქართველოც გამხდარა საუბედუროდ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g