LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია“ – გიორგი ვაშაძე

148
Untitled design (7)

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის პირდაპირი პარალელია“. მისივე თქმით, „ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან“.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, რათა „პოლიტიკური ოპონენტები არასდროს იმ სტილში არ ისჯებოდნენ, როგორც რუსეთის ფედერაციაში“.

„ნავალნის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ ცივილიზებულ სამყაროს, პუტინის რეჟიმმა როგორ დაასამარა დემოკრატია და როგორ გათელა ფეხქვეშ ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატულება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში და მთელ მსოფლიოში დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს გაცილებით დიდი მხარდაჭერა და დაფასება ექნებათ მთელ ცივილიზებულ სამყაროში.

კითხვის ნიშანსაც არავინ დასვამს, რომ პირდაპირი პარალელია ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის. ამას არ ვამბობ მე, ამ საკითხზე აჭრელებულია მთელი საერთაშორისო მედია. ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან.

და ბოლოს: ივანიშვილის პარტიას განზრახული აქვს, რომ საქართველოში დემოკრატია დაასამაროს ბოლომდე, სწორედ ამიტომ არ უნდა ევროკავშირი. ჩვენი თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველების, პატრიოტების ამოცანაა, ხელისუფლებიდან გავუშვათ ანტიდემოკრატიული ძალა, ივანიშვილის პარტია; ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება და დემოკრატიული განვითარებით, დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპონენტები არასდროს იმ სტილში არ ისჯებოდნენ, როგორც ამას რუსეთის ფედერაციაში აკეთებენ.

რატომ იყო დაპატიმრებული ნავალნი? – იმიტომ, რომ ის იბრძოდა დემოკრატიული, თავისუფალი რუსეთისთვის. რატომაა საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი? – იმიტომ, რომ ივანიშვილის პარტიას ასე უნდა. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ, თუ მიშა საპატიმრო დაწესებულებაში არ ეყოლებათ. ამას მე კი არა, საერთაშორისო საზოგადოება ამბობს. ბევრი საუბარია ამაზე და კიდევ უფრო მეტი იქნება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები