როგორც ცნობილია, ნაომი კემპბელი მეგობრებთან ერთად იბიცაზე იმყოფება. პაპარაცებმა 54 წლის მოდელი უკვე არაერთხელ გადაიღეს სანაპიროზე.
დახვეწილი საცურაო კოსტიუმი და უბერებელი სხეული – 54 წლის „შავი გედის“ ფოტოები იბიცადან
ამჯერად ფოტოების სერია ლეგენდარულმა ტოპ-მოდელმა თავად გაავრცელა „ინსტაგრამზე“. ფოტოებიდან ვიგებთ, რომ ნაომისთან ერთად იბიცაზე არაბი მილიონერი, მოჰამედ ალ ტურკიც იმყოფება. ფოტოებში ისინი სულ ერთად არიან აღბეჭდილნი, ერთ- ერთ ფოტოში ნაომი მას ეხუტება. ვიდეოში კემპბელი იახტაზე ენერგიულად ცეკვავს.
„საზაფხულო აღტაცებანი იბიცაზე ჩემს ოჯახთან ერთად“, – ასე დაასათაურა ნაომიმ ფოტოები.
ნაომი კემპბელი კვლავ მოჰამედ ალ ტურკთან გადაიღეს