LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტალინი-ბერიას ეპოქას მაგონებს, როდესაც არსებობდა არასასამართლო ორგანოები” – მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი

138
metofishvili

მე ეს მაგონებს სტალინი-ბერიას ეპოქას, რა დროსაც არსებობდა არასასამართლო ორგანოები, რომლებიც ადამიანთა ბედს უფრო “მოქნილი მექანიზმით” ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაჩქარებულად წყვეტდნენ, – ასე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირებას.

„მსურს გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემს კოლეგებზე (მათ შორის ერთი ყოფილი კოლეგაა) და მათი ოჯახის წევრებზე სანქციის დაწესების შესახებ.

პირველ რიგში კოლეგებს მინდა სოლიდარობა გამოუცხადო, ვინაიდან არიან უაღრესად კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანები. თითოეულს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმ წარმატებაში, რომელიც დღევანდელ დამოუკიდებელ ჩვენ სასამართლო სისტემას გააჩნია.

მათ კორუმპირებულობაზე საუბარი არის აშკარა სიცრუე, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად დადასტურდება და ამაში ჩვენი საზოგადოება ნათლად დარწმუნდება.

ამჟამად კი ჩემს განცხადებაში მინდა სხვა რამეზე გავამახვილო ყურადღება – ეს არის აშშ-ის სახელმწიფო დეპერტამენტის ამ გადაწყვეტილების რეპრესიული ფორმა და ხასიათი. ანუ, დააკვირდით, მეგობრებო, გადაწყვეტილება ეხება არა მარტო მათთვის მიუღებელ (არასასურველ) მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც! წარმოიდგინეთ – მეუღლეებს, შვილებს, მშობლებს და ა.შ. …

მე ეს მაგონებს სტალინი-ბერიას ეპოქას, რა დროსაც არსებობდა არასასამართლო ორგანოები, რომლებიც ადამიანთა ბედს უფრო “მოქნილი მექანიზმით” ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაჩქარებულად წყვეტდნენ. აღსანიშნავია, რომ მათი რეპრესიების მსხვერპლნი ხდებოდნენ არა მხოლოდ ბოლშევიკებისთვის პოლიტიკურად მიუღებელი პირები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც მათი ოჯახის წევრები იყვნენ.

გეთანხმებით, ძალიან ცუდი შედარებაა, თუმცა თქვენც დამეთანხმებით, რომ ფაქტი სახეზეა.

ვფიქრობ, მიუღებელი უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფოსათვის მისი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს მოსამართლეებს ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულების გარეშე ისეთი უმძიმესი იარლიყის მიწებება როგორიც არის კორუმპირებულობა, თუმცა ათასჯერ უფრო მიუღებელი და შემაშფოთებელია ამ ვითარებაში მათი ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიების განხორციელება!

მინდა მჯეროდეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რაზეც იდგა, პირველ რიგში ეს არის სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, უდანაშაულობის პრეზუმცია და ა.შ”, – წერს მეთოფიშვილი.

ცნობისათვის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გუშინ, 5 აპრილს გავრცელდა.

„სიმბოლურია, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლემ უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი“ – პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიმართავს 

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, ბლინკენი გასვარეს” – კობახიძე მოსამართლეების სანქცირებაზე

„მოსამართლეების აშშ-ში არშეშვების გადაწყვეტილება მძიმე შეურაცხყოფაა…გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა, აქ ომი არ იქნება!” – დიმიტრი სამხარაძე

„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

„მათ დაასანქცირეს მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა უამრავი უბედური საქმეების ჩამდენი მოსამართლეები…20 წელია ასე არაფერი გამხარებია” – შალვა ხაჭაპურიძე

თამარ კორძაია: დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს მოსამართლეთა კონფერენცია რიგგარეშე სხდომაზე და შეუწყვიტოს უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სანქცირებულ წევრებს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g