LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

StarTrek-ის შემქმნელები “ბეჭდების მბრძანებლის” სცენარზე მუშაობენ

81

სტუდია Amazon-ის განცხადებით სერიალის “ბეჭდების მბრძანებელი” სიუჟეტზე პატრიკ მაქკეი და ჯონ დი პეინი მუშაობენ. “ჯონ ტოლკეინის ფანტასტიკური სამყარო პირველ რიგში ადამიანური სიბრძნით, გუსილხმიერებითაა მდიდარი და ძალიან გვიხარია, რომ  Amazon-მა  კიდევ ერთხელ მოგვცა ამ სამყაროს გაცოცხლების საშუალება, რადგან სცენარზე მუშაობა თავგადასავალს ჰგავს, რომელიც ახალ საინტერესო შთაბეჭდილებებს გვპირდება”, – აღნიშნა პატრიკ მაკქეიმ.

უფლება “ბეჭდების მბრძანებლის” სატელევიზიო ადაპტაციაზე Amazon-მა გასულ წელს შეიძინა და ტელეინდუსტრიის ისტორიში ყველაზე ძვირადღირებული სერიალის გაკეთება გადაწყვიტა. ფანტასტიკური სერიალის პრემიერა, რომლის ბიუჯეტი სულ მცირე 500 მილიონი დოლარი იქნება, სავარაუდოდ 2021 წელს შედგება.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები