LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანი მაიერი „შუაღამის მზის“ შემდეგ კიდევ ორ წიგნს დაწერს

238
image

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტეფანი მაიერი 15 წლის შემდეგ „ბინდის“ გაგრძელებით ბრუნდება. მწერალმა საგის გაგრძელება „შუაღამის მზე“ დაანონსა. აღსანიშნავია, რომ მოვლენები მთავარი მოქმედი გმირის, ვამპირი ედვარდ კალენის ირგვლივ ვითარდება და მისი თვალით დანახულ სამყაროს ასახავს.

გამოსვლიდან პირველ კვირაში, წიგნები 1-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. 46 წლის მწერალმა კი განაცხადა, რომ „შუაღამის მზის“ შემდეგ, ორ წიგნს კიდევ დაწერს. ასე რომ, “ბინდის” თაყვანისმცემლებს წინ დიდი სიამოვნება ელოდება.

ჯერჯერობით უცნობია, გადაიღებენ თუ არა ახალი წიგნების მიხედვით ფილმებს, თუმცა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და თინეიჯერებში მისი პოპულარობიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ  წინ “ბინდის” ახალი სერიები გველოდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები