LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტმა მანახა ვიდეო, მის მამათმავლობასთან დაკავშირებით – ანაფორიანი პირების ჩხუბის კადრებს მამა შალვა კეკელია ეხმაურება

10967
BeFunky-collage (2)

დეკანოზ შალვა კეკელიას ინფორმაციით, მორჩილი ილარიონ გრიგალაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში რუის-ურბნისის ეპარქიიდან განდევნილ როინ მუმლაძეზე ძალადობს, რამდენიმე თვით ადრე შეხვდა და განუცხადა, რომ მუმლაძე თავისივე მონასტერში მიიყვანა, რის შემდეგაც ვიდეო გადაუღო, წვერი გაპარსა და სასულიერო სამოსი გახადა.

დეკანოიძის განმარტებით, ჩანაწერში მონაწილე არცერთი პირი ბერი არ არის, კერძოდ ერთი მორჩილია, მეორე კი ბერი იყო და ახლა „ყველაფერი აკრძალული აქვს“.

მისივე თქმით, ორივე მათგანი რუის-ურბნისის ეპარქიაში მსახურობდა.

,,ეს უმძიმესი და უსაშინლესი ფაქტი იყო რაც ვნახე, მიუღებელი და წარმოუდგენელია ქრისტიანი ასე იქცეოდეს. მგონია, რომ დადგმული სცენაა პირადად ჩემს წინააღმდეგ, ჩემს სახელს და გვარს ახსენებენ, რა შუაშია ჩემი სახელი და გვარი? მამა ანდრია ჯაღმაიძე მესაუბრა და მითხრა, რომ არცერთი მათგანი არ არის დღეს ბერი, ერთი მორჩილია, მეორე კი ბერი იყო და ახლა აკრძალული აქვს ყველაფერი, ორივენი რუის-ურბნისის ეპარქიაში იყვნენ.

ვინც ურტყამს, ეს ადამიანი დამიკავშირდა, მოვიდა ჩემთან და დამელაპარაკა. როგორც თავად მომიყვა, წაუყვანია თავისთან მონასტერში, ვიდეოები გადაუღია, ყველაფერი მოვაყოლეო და ეპისკოპოსებთან გადაუგზავნია, რის შემდეგაც მითხრა, გადაღებული მაქვს, რომ გავპარსე წვერი და გავხადე კაბაო. შემდეგ მკითხა ჩივილთან დაკავშირებით. რომ მითხრა ამ ვიდეოს ჩაგიგდებო, ვუთხარი, არ მაინტერესებს და შენთვის გქონდეს-თქო. რატომ უნდა მაინტერესებდეს, რატომ გახადა კაბა, არ მაინტერესებდა არანაირად“, – აღნიშნა შალვა კეკელიამ.

დეკანოზმა 2019 წელს მომხდარი ფაქტიც გაიხსენა, რომლის გამოც როინ მუმლაძემ მის წინააღმდეგ საპატრულო პოლიციაში იჩივლა.

,,ეს ადამიანი სასწავლებელში მოვიდა და როგორც მოძღვარს მთხოვა, ლექციებზე მიმეცა დასწრების უფლება, რომ თავისუფალი მსმენელი ყოფილიყო, დავრთეთ ამის ნება და დაიწყო ლექციებზე სიარული. ერთი კვირის შემდეგ, ჩემმა სტუდენტმა მანახა ვიდეო, მის მამათმავლობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დავიბარე და ვუთხარი, რომ ჩვენთან ლექციებს ვერ დაესწრებოდა. ეს ადამიანი კიდევ ვნახე და ვუთხარი – აღარ დაგინახო ამ ტერიტორიაზე ახლოს გაკარებული-თქო, ვუთხარი თუ „ასეთი“ ხარ, გაიხადე კაბა, გაიპარსე წვერი, ამ ფორმაში ეს არ არის მისაღები. გადავიყვანე საპატრიარქოში და შევახვედრე მეუფეებს, რომლებმაც განუცხადეს, რომ თუ შესამოსელში იქნებოდა, ქალაქში გასვლა ეკრძალებოდა, უნდა ყოფილიყო მონასტერში და მონასტრის ტერიტორია არ უნდა დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც აეკრძალა ქალაქში ყოფნა, კიდევ ერთხელ ვნახე ჯვრის მონასტერთან, იმ მომენტში მე მას დავემუქრე, ეს იყო 2019 წელს. ჩემი მუქარის გამო მიჩივლა, დამიბარეს პოლიციაში და ყველაფერი მოვუყევი. მღვდლებს არ გვაქვს ადამიანის ცემის უფლება, ვუთხარი შენ არ გაქვს უფლება, რომ ჩვენი შვილები გარყვნა. ჩემგან ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ვიღაცას გავუსწორდე, სულ ეს იყო ჩვენი ურთიერთობა“, – აღნიშნა შალვა კეკელიამ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მორჩილის მიერ რუის-ურბნისის ეპარქიიდან განდევნილი სასულიერო პირის მიმართ ძალადობაა აღბეჭდილი.

კერძოდ, ვიდეოში ჩანს, რომ მორჩილი ილარიონ გრიგალაშვილი ფიზიკურად უსწორდება როინ მუმლაძეს, რომელიც აღნიშნულ ეპარქიაში ბერი იყო, მაგრამ ეპარქიას და სასულიერო ცხოვრებას ჩამოაშორეს.

დაპირისპირების მიზეზი როინ მუმლაძის მიერ ანაფორის ჩაცმა გახდა.

magti 5g