„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გააკეთა და ამ კონტექსტში გიორგი გახარია ახსენა.
„არა, გახარია ნამდვილად არ ხარ. სულ კი გინდოდა ყოფილიყავი, მაგრამ მაგისთვის კორუფცია და ჭორაობის სიყვარული უნდა დაგეთმო. არც ერთი გეთმობოდა და არც მეორე. ამიტომ, დარჩი თბილისის კორუმპირებულ და პლუს კაცობაში ჩაჭრილ, ჭორიკანა მერად“. – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადების პასუხად თქვა, რომ მზად არის ნებისმიერ დროს ჩაიტაროს ნარკოლოგიური ტესტირება.
„ნებისმიერ დროს [მზად ვარ], გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები.