გაუსაძლისი სუნის გამო, 70-ე სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ქუჩაზე დროებით შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. მიზეზი საკანალიზაიო სისტემის მოშლა გახდა, რამაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შემაწუხებელი სუნი გამოიწვია.
სკოლის დირექციამ სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება განათლების სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.
ქუჩებში ადგილობრივებს პირბადებიით უწევთ სიარული. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ანუკი გუმბერიძე ავრცელებს.
მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ კრწანისის გამგებელი, ასევე gwp-ის წარმომადგენლები, რომელბიც აცხადებენ, რომ საკანალიზაციო სისტემის წყობიდან გამოსვლა თელეთის სასაკლაოდან ჩამორეცხილმა ფრინველისა და ცხოველის ნარჩენებმა გამოიწვია.
როგორ ცნობილია, აღნიშნული სასაკლაო არალეგალურია და ნარჩენებს gwp-ის რეზერვუარში უკანონოდ უშვებს.
წყალმომარაგებია კომპანია სასაკლაოა დირექციია დაჯარიმებას აპირებს.