სუპერქარების გერმანული მწარმოებელი ISdera გაკოტრდა. 1982 წელს კომპანია Porsche-ს ერთ-ერთმა ინჟინერმა ებერტ შულცმა შექმნა და ის აპირებდა, რომ ტექნოლოგიური სუპერქარები ახალი ბრენდის ქვეშ გამოეშვა. ბოლო წლებში ბრენდი სხვა კომპანიების ფონზე ნელ-ნელა თითქოს დაიკარგა. სასამართლოს კომპანიის განცხადება გაკოტრების შესახებ ჯერ არ განუხილავს, თუმცა სპეციალისტები დარწმუნებული არიან რომ ფირმის გაქრობა გარდაუვალია.
Isdera-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი კუპე Imperator 108i და Commendatore 112i იყო, რომელიც შულცმა თავისივე შექმნილ პლატფორმაზე ააგო. სუპერქარები Mercedes-Benz-ის ძრავებით აღჭურვეს. გარდა ამისა, ბრენდის ხაზში უჩვეულო რეტრო-მოდელებიც იყო, მაგალითად, ისეთი როგორიცაა Autobahnkurier 116i, რომელიც მოძრაობაში ერთდროულად 2 ცალ 8 ცილინდრიან აგრეგატს მოჰყავს.
2016 წელს შულცმა ბრენდი Isdera ჩინურ კომპანია Sinfonia Automotive-ს მიჰყიდა და კრიზისიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.