LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის სარეალიზაციო ობიექტს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა

72
tefeeee

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის სარეალიზაციო ობიექტს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წინასადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ახორციელებს სარეალიზაციო ობიექტებისა და სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორების კონტროლს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას თევდორე მღვდლის ქუჩა N27-ში მდებარე თევზის სარეალიზაციო ობიექტში შპს Mfood გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

წინასადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ახორციელებს სარეალიზაციო ობიექტებისა და სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორების კონტროლს“, – აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები