LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწორედ ევროპულ მიზანს და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ ჩვენი ოჯახის წევრები.. ხელისუფლებას მოგმართავთ თხოვნით, ყველაფერი, რაც ამ გზაზე დაბრკოლებას ქმნის, საბოლოოდ გვერდზე გადადოთ“ – გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

139
მაკა  ჩიკვილაძე

საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის აგვისტოს ომში ოსი სეპარატისტების მიერ წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის მეუღლე სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.

მაკა ჩიკვილაძე მიმართავს ხელისუფლებას, რომ ყველაფერი, რაც ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას ქმნის და საზოგადოების ერთიანობისთვის საზიანოა, საბოლოოდ გვერდზე გადადოს:

„საუკუნეებია ქართველები ევროპისკენ ისწრაფვიან. ათწლეულებია თაობები, საჯარო, თუ სამოქალაქო პირები შრომობენ დაუღალავად, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კონკრეტული პროცედურები გაიარონ.

ამ ბრძოლას უსისხლოდ არ ჩაუვლია. სწორედ ამ მიზანს და თავისუფლებისთვის ბრძოლას, შვილების კარგ მომავალს შეეწირნენ ჩვენი ოჯახის წევრები.

ამ ყველაფერმა უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ მიზანს. ევროპული გზა სწორედ ეს გზაა.

მოგმართავთ ხელისუფლებას თხოვნით, რომ ყველაფერი, რაც ამ გზაზე დაბრკოლებას ქმნის, საზოგადოების ერთიანობისთვის საზიანოა, გვერდზე გადადოთ, გადადოთ საბოლოოდ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობას, რადგან სწორედ მათი დახმარებით დადგა ჩვენი ქვეყანა ფეხზე რამდენიმე ომისა და უამრავი ზეწოლის შემდეგ, 1989 წლიდან მოყოლებული. თავისუფლების გზაზე სწორედ ევროპა და დასავლეთი ამოგვიდგა მხარში.

სახელმწიფოებრივი მიზნის გატარება შესაძლებელია მეგობართა წყენისა და ახალგაზრდების გაუცხოვების გარეშეც.

გთხოვთ, გამოიჩინეთ გონიერება და ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას, მათ შორის თქვენს შრომას ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე.

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გვაჩვენებთ ახალგაზრდებისკენ მიმართულ აგრესიას ნურავის მხრიდან, მით უმეტეს, ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ისინი ჩვენი შვილები არიან, ნუ უგულვებელყოფთ მათ თხოვნას. (ვემსახურებით საქართველოს)“ – წერს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე სოციალურ ქსელში.

🇬🇪🇬🇪🇪🇺🇪🇺 საუკუნეებია ქართველები ევროპისკენ ისწრაფვიან. ათწლეულებია თაობები, საჯარო, თუ სამოქალაქო პირები შრომობენ…

Posted by Maka Chikviladze on ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2024

შეგახსენებთ, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g