LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ აწყობს, რომ მოლაპარაკების კარი დაიკეტოს და პროცესი გადავიდეს ქუჩაში: ლადო ბოჟაძე

122
BeFunky-collage (1)

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მთავარმა ფასილიტატორმა ელჩებმა დღეს პოლიტიკურ მხარეებს ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდეს.

ხელისუფლების გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის: კელი დეგნანი

მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის თარიღი უცნობია, თუმცა ის, რომ მხარეებს შორის დიალოგის სივრცე უნდა დარჩეს, ამაზე დღეს მმართველ გუნდშიც საუბრობდნენ.

დავტოვეთ ღია კარი იმისთვის, რომ თავიანთი გადაწყვეტილებების არამართებულობა გაიაზრონ: მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან სასაუბროდ მზადაა

მეხუთე რაუნდის მოლოდინი აქვთ ოპოზიციაშიც, თუმცა ძირითადი მოთხოვნები კვალვ უცვლელია.

არანაირ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებში არ ვყოფილვართ და არც იქნება, ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ მეტ დათმობაზე წამოვიდეს ხელისუფლება: სერგო ჩიხლაძე

ქართულ პოლიტიკაში დღეს არსებული მოცემულობა “ფორტუნას” ღია ეთერში ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ შეაფასა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს გამართულ მუშაობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა სასურველია, რომ პარლამენტში თითოეული ამომრჩევლის ხმა ისმოდეს.

„ნაციონალურ მოძრაობასა და „ ევროპულ საქართველოს“ პირველ რიგში აწყობს, რომ მოლაპარაკების კარი დაიკეტოს და საკითხი დარჩეს შეთანხმების გარეშე. პროცესი გადავიდეს  ქუჩაში, სადაც დომინანტი იქნება რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს შეთანხმება საარჩევნო ბარიერის დაწევის თაობაზე, რომლის გარეშეც სრულიად წარმოუდგენელია 2024 წელს მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი. 

ამ არჩევნებმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას აქვს რესურსი შევიდეს პარლამენტში.  რაც შეეხება მემორანდუმს, რომელიც ოცნებამ „მოქალქეებთან“ გააფორმა, ეს არ არის ორ პარტიას შორის მემორანდუმი, მათ შეუძლიათ რაიმე დაამატონ, მაგრამ მთავარია, რამდენად ეყოფა ოპოზიციას ძალა გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ ჩაყვეს მას ამ თამაშში”.- განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს და შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ კიდევ ერთხელ დოკუმენტურად უნდა დავადასტუროთ რა მოხდა 31 ოქტომბერს. თუ ჩვენ მივიღებთ იმ პირობის დარღვევას, რომელზეც ისაუბრა ირაკლი კობახიძემ, რომ თუ იქნება 1%-იანი გადახრა, უკვე გვექნება რიგგარეშე არჩევნები და ოპოზიციას მოსალაპარაკებელი არაფერი ექნება. თუ აღმოჩნდება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რასაც ჰქვია გაფორმებული მემორანდუმი, სადაც უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის წესი და აღმოიფხვრას ხარვეზები”.- განაცხადა “ფორტუნას” ეთერში ლადო ბოჟაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g