სწრაფი სიარულის მოყვარული ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც ძალიან ნელა დადიან. ინფორმაცია ამის შესახებ „დეილი მეილმა“ გაავრცელა.
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც 2006-2016 წლები მოიცვა და მასში 500 ათასამდე ადამიანი მონაწილებდა. აღმოჩნდა, რომ სწრაფად მოსიარულე ცდისპირების სიცოცხლის ხანგრძლივობა 86-87 წელი იყო. ამასთან ქალები 1-2 წლით უფრო მეტს ცოცხლობდნენ ვიდრე კაცები.
რაც შეეხებათ შედარებით ნელებს, მათ შემთხვევაში მაჩვენებელი 65-70 წელია და მამაკაცებსა და ქალბატონებს შორის განსხვავება აქაც ანალოგიური იყო.
და ბოლოს, აღსანიშნავია რომ აქამდე მეცნიერები წონასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის პირდაპირ კავშირს ხედავდნენ. ბოლო კვლევამ კი ეს მოსაზრებაც გააბათილა და ზედმეტი კილოგრამების მავნე გავლენა არ დადასტურდა.