LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თაფლს ჩაისთან ერთად იღებდა, თუმცა ვინაიდან ეს გახდა სალაპარაკო, ამაზეც უარი განაცხადა“- სააკაშვილის ადვოკატების განმარტება ექსპრეზიდენტის შიმშილობაზე

88
მიხეილ სააკაშვილი

რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან მისი უფლებადამცველები იმყოფებოდნენ. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მორალურად მხნედაა და შიმშილობის ნეგატიური ეფექტი მასთან კომუნიკაციისას არ იგრძნობა.

სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით კი, ექსპრეზიდენტმა თაფლის მიღებაც შეწყვიტა.

სააკაშვილის ექიმი ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს: პროგნოზი ყველა ვარიანტში არის ერთი – ლეტალური გამოსავალი ანუ სიკვდილი

„ისევ უარს აცხადებს ექიმების ჩარევაზე, მისი ცუდად გახდომის შემთხვევაში. ის თაფლს იღებდა ჩაისთან ერთად, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ამაზეც უარი განაცხადა, ვინაიდან ეს გახდა სალაპარაკო და განსჯის საგანი,“- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

სააკაშვილის ადოკატის განმარტებით, თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა

ჩემს წინასწარ გლოვას სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ – სააკაშვილის მორიგი წერილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g