„ოპოზიცია ითხოვს ერთსიტყვიანი კანონი იქნეს მიღებული და იქ ჩაიწეროს მხოლოდ სახელი და გვარი, ვის მიმართაც პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
აღნიშნულით დეპუტატი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინული ვერსიის ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანაზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ ესაა ოპოზიციის შურისძიება, რაც 2012 წლის არჩევნებში იმ ისტორიულ წაგებას უკავშირდება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იწვნია.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, უკრაინული ვერსიის თანახმად, ოლიგარქის კრიტერიუმს ოპოზიციის რიგებში რამდენიმე პირი, პირველ რიგში კი, დავით კეზერაშვილი აკმაყოფილებს და სწორედ ამიტომ არ მოსწონს ოპოზიციას ეს მოდელი.
„ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას 2012 წელს აქვს მიღებული ძალიან სერიოზული პოლიტიკური ტრავმა და ამოძრავებთ ერთადერთი – პოლიტიკური შურისძიება ივანიშვილის მიმართ, სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი განცხადებები.
ისინი ატყუებენ საზოგადოებას – ევროკავშირს სინამდვილეში არ უთქვამს, რომ ისეთი კანონი უნდა იქნეს მიღებული, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება ერთადერთი სახელი და გვარი, თან იმ ადამიანის, რომელმაც შეიტანა უმნიშვნელოვანესი წვლილი ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებში.
ევროკავშირმა თქვა, რომ უნდა იყოს შემუშავებული რეგულაცია, რაც ჩამოაყალიბებს კრიტერიუმებს, თუ ვის შეიძლება შეეხოს კანონი ოლიგარქიის რეგულირების შესახებ და პირდაპირ გეტყვით, თუ ჩვენ გადმოვიღებთ იმ მოდელს, რომელიც თავის დროზე მოსწონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, იქ მოცემულია 4 კრიტერიუმი.
ოხანაშვილი: ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ფიზიკურად ვერ გავრცელდება
და ის პირველი, ვისაც ეს კრიტერიუმები შეეხება, გახლავთ რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი და მის გუნდში არსებული ოლიგარქები, პირველ რიგში ეს არის კეზერაშვილი, რომელიც 4-იდან 3 კრიტერიუმს აკმაყოფილებს.“– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ვახტანგ მეგრელიშვილი: ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს.. ის არანაირი ოლიგარქი არ არის