LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის შესახებ „ოცნების“ კანონპროექტის მიღება ნიშნავს, რომ საქართველო EU-ს წევრობის სტატუსს ვერ მიიღებს

38
გიორგი ვაშაძე

„დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტის მიღება ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს ვერ მიიღებს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებს.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა და უნდა, საქართველო რუსეთთან პირისპირ დატოვოს.

დავითულიანი: ოპოზიციას უნდა დეოლიგარქიზაციის კანონში პირდაპირ ივანიშვილის სახელი ჩაიწეროს, არ ჩაიწერება

„ნუ შეხვალთ „ქართული ოცნების“ მიერ მოგონილ თაღლითურ ბუღალტერიაში, საკითხი არის მარტივად. ამ კანონპროექტის მიღება ნიშნავს, რომ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს და „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებს.

ოხანაშვილი: ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ფიზიკურად ვერ გავრცელდება

ისევე, როგორც ივნისში ე.წ. მოსმენების კანონი მოიღო მიზანმიმართულად, ასევე ნიკა გვარამია მაშინ დაიჭირა, როცა პრემიერი ბრიუსელში ჩადიოდა. ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აგრძელებს, რადგან „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა და უნდა, საქართველო პირისპირ დატოვოს რუსეთთან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ მეგრელიშვილი: ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს.. ის არანაირი ოლიგარქი არ არის

გარდა ამისა, როგორც მანვე აღნიშნა, ხელისუფლება ქვეყნის NATO-ში გასაწევრიანებლად არაფერს აკეთებს.

„თქვან, ეთანხმებიან თუ არა მათი „კაგებეშნიკი“ ოთხეულის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ნამდვილად იყო თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით ფართო შეთავაზება და საქართველომ ამაზე უარი თქვა.

ვაშაძე: ხელისუფლებამ უარი თქვა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ამერიკის მრავალმილიარდიან შეთავაზებაზე

NATO-ში გაწევრიანებისთვის რატომ არაფერს აკეთებენ? რა უნდა გააკეთონ? – სტამბოლში უნდა იყოს ხელისუფლება და თურქეთთან ერთად მუშაობდეს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დაჩქარდეს.

NATO გვინდა უსაფრთხოებისთვის და ამან კარებზე მოგვიკაკუნა და როგორც კანდიდატის სტატუსი დავკარგეთ, ისე ვკარგავთ ამ შესაძლებლობას.

გერმანია, რომელიც NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, უკრაინის გაწევრიანებას ეთანხმება და ხედავთ, რომ სხვა მოცემულობაა.“– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.