LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე მელია-გვარამიას გაერთიანებაზე: „ეს არის ძველი, ძალიან ცუდი ძველი – მელიას და გვარამიას „ნაცმოძრაობის“ ნანგრევებიდან მიაქვთ აგურები და პატარ-პატარა, 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ“

141
არჩილ თალაკვაძე

„სინამდვილეში არაფერი ახალი. ეს არის ძველი პოლიტიკური ჯგუფი, ძველი ღირებულებებითა და იმ ძველი გამოცდილებით, რომლითაც ქვეყანას არაერთი უბედურება მოუტანეს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

აღნიშნულით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას გამოეხმაურა. როგორც თაკალვაძემ აღნიშნა, მსგავსი პარტიები იმიტომ ყალიბდება, „ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურა და პარტია დაშლის საბოლოო ფაზაშია და ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები და ცალ-ცალკე პატარ-პატარა 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ.”

„თუ თქვენ რაიმე ახალს ხედავთ, გვითხარით, მაგრამ მე ძალიან ბევრი ადამიანის აზრი ვიცი და მათი პირველი რეაქციაა, რომ ეს არის ძველი. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ძველი.

„არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“ – დიმიტრი ხუნდაძე მელია-გვარამიას გაერთიანებაზე

რაც შეეხება, რატომ შედგა ეს გაერთიანება და რატომ ყალიბდება ასეთი 1%-იანი და 2%-იანი პოლიტიკური ჯგუფები, ეს ხდება იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურა და პარტია არის დაშლის საბოლოო ფაზაში და ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები და ცალ-ცალკე პატარ-პატარა 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ.

„ნაცი“ „ნაცია“, კაცი კაცია და ქალი ქალია – მდინარაძე მელია-გვარამიაზე

როგორც ითქვა და მეც ვადასტურებ, ასეთი მცირე ჯგუფების შექმნა ოპოზიციაში ჩვენ დაგვეხმარება, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიმდინარე წლის არჩევნებში”. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ჩვენ ვიცით ბრძოლა – ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და ვუპასუხოთ გამოწვევებს“ – ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ

პოპულარულები